LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მოქმედება ეშმაკისეული იქნება – მეუფე ნიკოლოზი

159
meuphe-nikolozi-w-h

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მოქმედება ეშმაკისეული იქნება:

„ზოგადად ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისა და ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური.
მე იმასაც ვიზიარებ, რომ ყალბი არხები იქმნება, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ამ ვაქცინაზეც არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მთავარი ამ ინფორმაციაში არის ის, რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო ანუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას. ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ რაღაცის გაკეთებას, იძულებულს გახდიან დედამიწას და ყველა ადამიანს, რომ რაღაც მოქმედება შეასრულოს, ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას მე აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ, მაშინ არ გავიკეთებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g