LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან“ – თბილისის მერია

146
111მერია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 100-ზე მეტი მოზარდი მომსახურების გარეშე რჩება, თბილისის მერია ეხმაურება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.

„საუბარია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრზე, სადაც თბილისის მერიის “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას იღებს 82 ბენეფიციარი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა.

იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აუტისტური სპექტრის…

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Wednesday, 13 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g