ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციასთან კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს. მისივე თქმით, დააკვირდებიან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თუ ეპიდემია „საშუალებას მისცემთ“ საკოორდინაციო საბჭოზე დააყენებენ რეკომენდაციას, რომ კლუბების გახსნა მოხდეს.

„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა მწვანე პასპორტი, რის შემდეგაც ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა და დავაკვირდით, თუ როგორი იყო შემდეგ გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიურ რიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ დავაყენებთ ასევე საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნაც მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მსგავსი თემები