LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მართლა ჩამოვიდა, ალბათ, “ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს შეფარებული და ამიტომ არ გვენახვება: მეზვრიშვილი სააკაშვილზე

59
ნათია მეზვრიშვილი

“არ მგონია, მას ჰქონდეს გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ “ოცნება” გაბედავს და მართლმსაჯულებას მისი მისამართით აღასრულებს.” – ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

როგორც მეზვრიშვილი ამბობს, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”, რომელსაც უნარი და კომპეტენცია არ ჰყოფნის:

“ქართული ოცნება” გამოვიდეს, გაბედოს და განცხადება გააკეთოს. დამალული რომ არის ” ჩამოიყვანა სააკაშვილი? თუ მართლა ჩამოვიდა, ალბათ, “ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს შეფარებული და ამიტომ არ გვენახვება. არასერიოზულია ეს ყველაფერი.

არ მგონია, მას ჰქონდეს გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ “ოცნება” გაბედავს და მართლმსაჯულებას მისი მისამართით აღასრულებს. თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”, რომელსაც არ ჰყოფნის უნარი და კომპეტენცია. ეს საუბრები, რაც ახლა მიმდინარეობს, სააკაშვილის მხრიდან მთლიანად “ოცნების” პასუხისმგებლობაა. ეს ხელს უწყობს პოლარიზაციას, წინასაარჩევნო კონტექსტში და ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის.” – თქვა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, ამის შემდეგ კი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დაიძრან თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

 

ვრცლად სააკაშვილის საქართველოში ყოფნა-არყოფნაზე:

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს: მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, გავრისკე სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი

ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება: სააკაშვილი

მთავარი არ არის როგორ და როდის, მთავარია ის რომ სააკაშვილი საქართველოშია: ზაალ უდუმაშვილი

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემოსულია, „ოცნება“ ჩამოშლილია

ბაჩო დოლიძე: აღარ არსებობს არც შსს, ინსტიტუტები ჩამოშლილია – „ოცნება“ დამთავრებულია, ხვალიდან ყველანაირი რეპრესიების გარეშე ოპოზიციაში გადავა

ნამდვილად საქართველოშია, სამომავლო გეგმებზე კიდევ იქნება განმარტებები – კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე

მამუკა ხაზარაძე: ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური

 

მმართველ გუნდში ამბობენ:

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

ოფისისკენ რომ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა: დავითულიანი

თქვენ ნახეთ? რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ. სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი, ეს არის “კლოუნადა” – მიქანაძე ჟურნალისტებს

თუ „მწვანე“ გზებითა და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, კომიკურად გამოიყურება: სარჯველაძე სააკაშვილზე

კახა კუჭავა: ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ“ ვიდეო

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ის კლოუნია – ნეტა ყოფილიყო საქართველოში: ირაკლი კობახიძე