LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მინიმუმ ჩემი დონე გექნებათ, არ მაქვს პრობლემა, დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს: გიორგი ფხაკაძე

115
ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანები მას კორონავირუსითან დაკავშირებით სხვა და სხვა კითხვებით მიმართავენ, ხოლო „ვაი პოლიტიკოსები დებატებში იწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით“.

გიორგი ფხაკაძე პოსტში მის სამედიცინო განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვისაც „მინიმუმ მისი დონე ექნება განათლების და გამოცდილების კუთხით, მას არ აქვს პრობლემა ვინმესთან ინტელექტუალური საუბარი ჰქონდეს, რადგან ინტელექტუალურ საუბრებში იბადება“.

✅ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… (?!)
✅სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?!
✅მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო…(?!)
✅ვაიპოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!)
✅ბებო მარო (სკოლა – 8 კლასდამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!)
✅უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!
✅ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხუათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი, რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ “ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი…(?! )
✅და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა
✅ჩემი პასუხი ამ “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს:
?მე არ ვარ ფილოლოგი და ქართული სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად
?მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჯიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…
?მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე Dato Liklikadze… იმას ვერასდროს ვაჯობებ ?
?მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ
?მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ? სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი ? )
?მე არ ვიყავი უმუშევარი 18 წლიდან, დიახ, სულ 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად და ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი/ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში და, ალბათ, 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი/ნამუშევარი სხვადასხვა პროექტებზე ..
?მე ვმუშაობდი სანიტრად, მედძმად, უმცროს ექიმად (ქირურგად), გადაუდებელის ექიმად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში (მხოლოდ სომალიში – სომალურ ჯიგრულ პონტში მინისტრმა. მომცა/ნახევრად ტერორისტი ტიპი იყო ? ). პირველი წიგნი 2001 წელს დავბეჭდე და მერე ბევრი წიგნი და სტატია დამიგროვდა ქართულ და ფრანგულ ენებზე (https://scholar.google.com/citations?user=JnAQPacAAAAJ). სამედიცინო განათლების კუთხით რა ვიცი 2007 წლიდან ვასწავლი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვარ კათრდრის გამგე/პროფესორი და ასევე პოლონეთის და უკრაინის სამეცნიერო საბჭოს წევრი და გავის ალიანში ხო საერთოდ წლებია სხვადასვა დამოუკიდებელ სამეცნიერო/ტექნიკური საბჭოს წევრი ვიყავი/ვარ, აღარ ვამბობ ევროკავშირის, ამერიკის მთავრობის და გაეროს გენმდივნის მრჩევლობაზე….. ხო და რისი თქმა მინდა …. თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე 10 ჯერ წამოსული ვიყავი ?
✅როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულ იყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი ? მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს❗️ …..
✅ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია ?
✅ჩემი პატარა რჩევა ყველა “ექსპერტს” და “ზეგანათლებულ”, “ზეერუდირებულ” ადამიანებს – სანამ დაიწყებთ ვაქცინის შემადგენლობაზე საუბარს, გადახედეთ ამ სურათებს და თუ მიხვდებით, რა არის ამ სურათებზე და მინიმუმ ჩემი დონე (განათლება/გამოცდილება) გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს, რომ დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს ? საერთოდ, ინტელექტუალურ საუბრებში იბადება ჯეშმარიტება ….
იმედია, მიხვდით, რაც დავწერე და რატომ…“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები