LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნიღაბი გიკეთია, ვირუსის ნაკლები რაოდენობა ხვდება ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ უსიმპტომოდ და მსუბუქად წავა ინფექცია – ბიძინა კულუმბეგოვი

754
BeFunky-collage - 2020-09-11T103313.997

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ 60 წლის ზევით ასაკში მყოფი პირები ინფექციის გამავრცელებლები არ არიან. მისივე განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში, ასაკოვანი პაციენტების იმუნური სისტება სუსტია, ამიტომ მათი მხრიდან ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. ამის შესახებ კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“60 წლის ზევით ავად ხდები, მაგრამ არ ავრცელებს ინფექციას, იმიტომ რომ სუსტი იმუნური სისტემა გაქვს. ამიტომ ჩვენს ქვეყანას აქვს იმის უფლება და ფუფუნება, რომ ბევრი ტეტსი გავაკეთოთ და მინდა რომ უფრო მეტი ტესტი კეთდებოდეს. დღეში 10, 15 ათასი, რომ ყველა მინიმალური რისკის მქონე პაციენტი, რომელიც კორონავირუსთან არის ასოცირებული გამოვავლინოთ, იზოლაცია გავუკეთოთ და მისი კონტაქტები გამოვიკვლიოთ. აი, ეს არის სწორედ სამხრეთ კორეის მაგალითი, ჰონ-კონგის მაგალითი” – აცხადებს იმუნოლოგი.

კულუმბეგოვის განმარტებით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი პრევენციის ფორმა – პირბადე, უმნიშვნელოვანეს დაცვით მექანიზმს წარმოადგენს და მისივე თქმით, ნიღბის ტარებას უკუჩვენება არ ახლავს.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა

როგორც იმუნოლოგი აცხადებს, იმ პირის ორგანიზმში, რომელიც პირბადეს ატარებდა და კორონავირუსით დაინფიცირდა, ნაკლები რაოდენობის ვირუსი მოხვდება, რაც ხშირ შემთხვევაში დაავადების უსიმპტომო ან მსუბუქ ფორმაში გამოვლინებას გამოიწვევს.

“ნიღაბზე მინდა ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ხშირად ვამბობთ, რომ ჰიპოქსია მომკლავს, co 2-ის ამონასუნთქი მომკლავს, ეს ნამდვილად არ არის დამანგრეველი. ჩვენ მუდმივად ვატარებთ ნიღაბს. 12 წლიანი საექიმო პრაქტიკა მაქვს და ნიღაბს ვატარებ განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

მეცნიერულად დადასტურდა, რომ თუ მე ნიღაბი მიკეთია და დამემართება კოვიდინფექცია, ნაკლები რაოდენობის ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში, რაც ნიშნავს უსიმპტომო ან ძალიან მსუბუქად წამივა დაავადება” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მოვიქცევით ისეთი ზამთარი გვექნება – ბექა ბახტაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები