ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიამ „მთავარ არხთან” ინტერვიუში ნიკა გვარამიას შესახებ განაცხადა.
„პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ის ჟურნალისტია. და თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა ჩემს პრეზიდენტთან და ვთხოვ, რომ გავუშვათ ელჩი თბილისში.
ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია. თუკი წახვალთ ბრიუსელში, სტრასბურგში და ახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეს, ევროპელ მაღალჩინოსნებს აღარ უჩნდებათ სურვილი, საქართველოს მთავრობის წევრებს ხელი ჩამოართვან. საქართველოს მთავრობას უნდა, წარმოაჩინოს, თითქოს მათ პატივს სცემენ პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც კი სადილზე ან არაფორმალურ ვითარებაში ხვდები ამ ადამიანებს, გაოგნებულები არიან ნიკას ისტორიით“, – საუბრობს არახამია.