LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს – თენგიზ ცერცვაძე

386
1583948115-ცერცვაძე

“ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება მოჰყვეს,”-ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გააკეთა. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს მისი პერსონალური აზრია:

მდგომარეობა იმაზე უკეთესია ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმასშტაბიანი ეპიდემია - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს გავრცელების დინამიკა დამაიმედებელია.

„ არ ვიცი პიკი დაუკავშირდება თუ არა, მაგრამ თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატება. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და არ მინდა, ჩავერიო მის საქმეში და რჩევები მივცე. უკვე არის სერიოზული საუბრები, მაგრამ არაა ჯერ მიღწეული საბოლოო შეთანხმება, რომ ეს დღესასწაულები რაღაც შეზღუდული ფორმით ჩატარდეს. ჯერ კიდევ არის დრო და თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს შეამცირებს, მაშინ არა და თუ ტრადიციულით ჩატარდა, მაშინ შეიძლება კი“, – განაცხადა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები