LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მივესალმები, მისასალმებელია, რომ სამართალმა იზეიმა: კობა დავითაშვილის ქვრივი

380
კობა დავითაშვილი

თუ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მივესალმები. სამართალმა რომ იზეიმა, ეს ნამდვილად მისასალმებელია, – ამის შესახებ კობა დავითაშვილის მეუღლემ, ინგა ბიწაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

“კობა თვლიდა, რომ ადამიანს საკუთარ დანაშაულზე აუცილებლად უნდა ეგო პასუხი”

„იმ წლების მთელი სიმძიმე კობას ჰქონდა აღებული თავის თავზე. კობა თვლიდა, რომ ადამიანს საკუთარ დანაშაულზე აუცილებლად უნდა ეგო პასუხი.

ინგა ბიწაძის თქმით, კობა დავითაშვილი შეუვალი იყო ამ საკითხში.

“მიხარია, რომ დადგა პასუხისგების დღე. კობას არ მოსწონდა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი. მას არ მოსწონდა, როდესაც ადამიანის თავისუფალ ნებას ასე ზღუდავდნენ და ასე ექცეოდნენ ადამიანებს“, – აღნიშნა ინგა ბიწაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილს სცემეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 2017 წელს მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. დავითაშვილი 2020 წელს პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g