“სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება,”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაოზე გასვლა ძალიან ნორმალურია, იქ კვერცხის გადაგორებაც და ყველაფერი, მაგრამ ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენს ტრადიციებში და ის, რომ სასაფლაოზე ქეიფები უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება”,-განაცხადა იმნაძემ.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქალაქების ჩაკეტვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ სიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სასაფლაოზე გამსვლელი აღარ დავრჩებით, რა გითხრათ აბა?!“, – განაცხადა პაატა იმნაძემ “პირველ არხთან”.