LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვინმემ ხაჭაპურზე გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო”

175
69976745-10157490654752071-4073220445199925248-o

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ გამონათქვამზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც ის წერს, ეს განცხადება სექსისტური არ იყო და ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვლა მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. 

ზურაბიშვილი ხაჭაპურზე ხაზარაძის განცხადებას გმობს

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.

საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე,“ – წერს ხაზარაძე. 

"ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს"

თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი!

შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის კომპეტენცია ეჭქვეშ დააყენა.

მან განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება, თუმცა არ იცის რამდენად არის კორუფციაში ჩართული თავად ცქიტიშვილი.

„მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ.

“შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ…” – მამუკა ხაზარაძე ცქიტიშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები