LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ წინააღმდეგი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩემი ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო: იაგო ხვიჩია

685
Capture

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობას” გავაცანით პოზიცია, რომ მათ ღიად უნდა მოეთხოვათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სანაცვლოდ არ შეეშალათ ხელი ევროინტგრაციის პროცესისთვის. ამას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ეჭვი მაქვს, მიშას პატიმრობა არ არის “ნაცმოძრაობის” მთავარი პრეროგატივა. შესაბამისად, უნდათ ისრების გადატანა რაღაც სხვა საკითხებზე – მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ “ქოცებთან” ვართ შეკრული, მაშინ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის ფარგლებში უნდა გადავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

“ნაცმოძრაობის” ყველა წევრი თანაბრად მონდომებული არ არის იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ისარგებლოს ამ სიტუაციით და არც ქვეყანა შევიდეს ჩიხში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ბრძოლაა. ჩვენ ვაპირებთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირს მიხეილ სააკაშვილს შევხვდეთ და ვუთხრათ მას, თანახმაა თუ არა იმ შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენ გვექნება პოლიტიკურ სპექტრთან. რაც შეიძლება მალე უნდა შევხვდეთ. მალევე მივმართავთ შალვა პაპუაშვილს, რომ დაგვრთოს ნება და თუ წინააღმდეგი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ჩემი ციხეში ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო მას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები