LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ყოველდღიურად 3, 4, 5 ათასი შემთხვევა მივიღეთ, იქნება მკაცრი რეკომენდაციები, შესაძლებელია გაივემოროთ ის, რაც შემოდგომა-ზამთრის დასაწყისში იყო: ივანე ჩხაიძე

52
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი იმ ფარგლებში დარჩა, რაც ქვეყანაში ახლაა, ჯანდაცვის სექტორი პროცესის რეგულირებას შეძლებს.

ჩხაიძე აღნიშნავს, რომ თუ ყოველდღიურად 3, 4 ან 5 ათასი შემთხვევა მივიღეთ, იქნება გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები:

„რეკომენდაციები მომდევნო პერიოდთან დაკავშირებით, ასოცირებულია ძირითადად ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობასთან. თუ, ეს რაოდენობა დარჩა დღევანდელ ფარგლებში, ანუ, 600-დან 1000-მდე, ეს დასაშვებია, ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ეს პროცესი და შესაბამისად, არც კლინიკური სექტორის მზაობა არ იქნება შეუსაბამო.

მაგრამ, თუ ამ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, თუ იმ გზით წავედით, რა გზითაც წავედით ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში და ქვეყანაში 3, 4, 5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, მაშინ არამხოლოდ აღდგომასთან დაკავშირებით, ეს იქნება გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები, შესაძლებელია გავიმეოროთ ის, რაც იყო 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის დასაწყისში.“ – განაცხადა ჩხაიძემ.
დღესვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ.
ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია და ყველა ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო.
მან ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები