LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს რაჭაში, ნიკორწმინდასთან ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ

217
c501a702ef05e90d163a1eeeb1633357-XL

რაჭაში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო -ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა; მოწესრიგდა სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადები; რეაბილიტირდა ტაძრამდე მისასვლელი გზა; აშენდა შენობა, სადაც განთავსდება სუვენირების მაღაზია და საინფორმაციო ცენტრი; მოეწყო სკვერი.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელა. პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები