LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული პაკეტები საქართველოში, პირდაპირი რეისებით, შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს – რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

139
ტურისტ

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ტურისტული პაკეტები რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენით რუსული ტუროპერატორების ასორტიმენტში, შესაძლოა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდეს.

„იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ტურები პირდაპირი ფრენებით, ავიაბილეთები დაჯავშნის გლობალურ სისტემებში (GDS) უნდა გამოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, – აცხადებენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ ავიაკომპანიაზე  15 მაისს გაიცა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აზიმუტის“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, 17 მაისიდან ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.

 

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს