ცნობილი პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე „ცისფერი ტრიოს“ წევრს, თამაზ სეფერთელაძეს იხსენებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ცხოვრება 1 წამზე ნაკლები გახდა, სიყვარული არ გადადოთ! გუშინ ვესაუბრე რუსუდანს და რომ ჩამოვალ, თუ შეიძლება მოვალთ-მეთქი, კარგიო. არ ვიცი, გული რას მიგრძნობდა, მაგრამ რომ დავკიდე ვინანე, ნეტა დღესვე მენახა-მეთქი… მხოლოდ ის მოვასწარი, რომ გადაეცა, როგორ ძალიან, ძალიან მიყვარდა….
თამაზ სეფერთელაძე, მადლობა თქვენთან ერთად გატარებული ყველა ბედნიერი წუთისთვის!.. თურმე როგორ გტკიოდათ და „მეხსიერების ბარათის“ ყველა წარმოდგენაზე მაინც მოდიოდით, რომ ჩვენთვის არ „გაგეტეხათ“. მხოლოდ 5 თებერვალს ვეღარ მოხვედით, თუმცა ბოლო წუთამდე იმედი გქონდათ, რომ ადგებოდით და შეძლებდით, თან მეუბნებოდით, ხო იცი მე როგორ მინდა თქვენთან ერთად, მე უფრო მიყვარხართო…“