LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთი პოლიტიკურად ვაჭრობს“ – რუსეთ-თურქეთი ახალი ომის ზღვარზე?

280
1508169653-3087

სირიის ასადის მთავრობის ძალები, რომელსაც რუსეთი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს, თურქეთის ჯარებს თავს დაესხნენ.

დაღუპულია სულ მცირე 29 სამხედრო, ხოლო ათობით ჯარისკაცი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქი სამხედროები, რომლებიც იდლიბის დეასკალაციის ზონაში სიირის სამთავრობო ძალების თავდასხმის ქვეშ მოჰყვნენ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ.

მათი ცნობით, 27 თებერვალს ტერორისტული დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებზე თავდასხმები განეხორციელებინათ, რომელსაც სამთავრობო ძალებმა ცეცხლით უპასუხეს, მის ქვეშ კი თურქეთის ჯარები მოყვნენ, „რომლებიც იმყოფებოდნენ ტერორისტული ჯგუფების რიგებში“.

ექსპერტი მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ სიტუაცია დაწყნარდება, რადგან ომი არც ერთ მხარეს არ აწყობს.

„არ ვვარაუდობ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას. განცხადება, რომელიც დღეს თურქულმა მხარემ გააკეთა, ეს უფრო სიტუაციის ანგაჟი, ზოგადი მუქარა და თუ გინდათ, პოლიტიკური ვაჭრობაა. მიაქციეთ ყურადღება, რომ განცხადება გააკეთა არა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, არამედ  ერდოღანის პარტიის ხელმძღვანელმა. აქედან გამომდინარე განცხადების ხარისხი დაბალი ხდება. რაც შეეხება თვითონ ვითარებას, ასეთი კონფრონტაციის მოლოდინი იყო. ხდებოდა კიდეც პატარპატარა შეტაკებები. უნდა ითქვას, მხარეები ყოველთვის წინასწარ ცვლიან ხოლმე ინფორმაციებს სამხედრო კონტიგენტის განთავსების თაობაზე. ამ შემთხვევაშიც ჰქონდათ თურქების მიერ გადაცემული ინფორმაცია რუსებს, მაგრამ იქ სადაც გუშინ დაიბომბა კოლონა, წესით თურქი ჯარისკაცები არ უნდა ყოფილიყვნენ“, – აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტის თქმით, როგორც ყოველთვის რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნდობა ძნელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ერდოღანი ორმაგ თამაშს თამაშობს.

„კონკრეტულ შემთხვევაში მართალს ამბობს თუ არა რუსეთი, არ ვიცი. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ავანტიურისტული პოლიტიკის ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება, მომხდარიყო. სიმართლეც შეიძლება იყოს ეს და ტყუილიც. პრინციპში ბოლო წლებია ერდორანი ხიფათის ზღვარზე თამაშობს. ეს მისი ავანტიურული პოლიტიკის ნაწილია. მისი იდეოლოგიური საფუძველი არის ან ოსმალისტური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას, სირია კი ოსმალეთის იმპერიისთვის ერთ-ერთი მარგალიტი იყო.  ერდოღანს ასეთი მოთამაშე პოლიტიკა აქვს, ხან რუსეთთან ცდილობს მეგობრობის დამყარებას, ხან ვითომ ამერიკასთან მეგობრობს. ის კონფრონტაცია, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის არის გინდაც სირიის სივრცეში და გინდაც ლიბიის სივრცეში, იმ ორმაგი სტანდარტების შედეგია, რომელსაც ერდოღანის პოლიტიკა ატარებს“, – აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე, რატომ არ მივა ახლოაღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ომამდე, ექსოპერტი პასუხობს:

„არ მგონია, სიტუაცია ომამდე მივიდეს. ერდოღანმა იცის, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონფრონტაციას წამოიწყებს, ნატო მხარს არ დაუჭერს. ნატოს მეხუთე პუნქტში გასაგებად არის დაწერილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნატოს რომელიმე წევრმა განიცადა თავდასხმა და შენ თვითონ ქმნი ისეთ სიტუაციას, რომ მოწინააღმდეგემ შემოგიტიოს, ეს უკვე აღარ არის თავდასხმა. ერდოღანის ხელისუფლება თვითონ ქმნის დაპირისპირების საფუძველს. გასაგებია, რომ რუსეთი იმპერიალისტია თავისი პოლიტიკით და ა.შ. სირიის სინამდვილეში ლეგიტიმაციის ხარისხი რუსეთს ბევრად უფრო მაღალი აქვს, ვიდრე თურქეთს. რუსეთი იქ ბაშარ ასადის ხელისუფლების მიწვევით არის. არის ის სამართლიანი თუ არ არის, მისი მოწვევითაა და საერთაშორისო სამართლის ობიექტია. თურქეთი კი იქ თავისი ნებით არის. თუმცა მორალური გამართლება, რასაკვირველია, აქვს. თურქომანულ ტომებსა და სულიტური მოსახლეობას იცავს. რასაკვირველია, „ქვიშაზე ნაშენებია“ რუსეთისა და თურქეთის იქ ყოფნა. მაგრამ რას იზამ, მსხვილმა მოთამაშეებმა  ეს რეგიონი პოლიგონად აქციეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგა ხანს არ დამთავრდება“, – გვიამბო ექსპერტმა.

ექსპერტის თქმით, თუ კონფრონტაცია ფართო მასშტაბს მიიღებს, საქართველოზე მხოლოდ ეკონომიკურად აისახება

„თუ ეს კონფრონტაცია ფართო მასშტაბს მიიღებს, რასაც მე არ ველოდები, მაშინ საქართველოსთვის შეიქმნება ძალიან სერიოზული პრობლემები როგორც ეკონომიკურად, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით არ მგონია“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც 29 წევრი ქვეყნის ელჩებისგან შედგება, დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბება, რათა ნატო-ს მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები გამართოს. საქმე ეხება სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g