LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ნანგრევებში 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

292
BeFunky-collage - 2023-02-14T215401.747

თურქეთში ნანგრევებში 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს.

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ თურქეთის მამაკაცთა ნაკრების კაპიტნის ჯემალ კუტაჰიას და მისი ხუთი წლის ვაჟი ჩინარის დაღუპვის შესახებ, რომლებიც თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოჰყვნენ. კუტაჰია შიდა ეროვნული ნაკრების მთავარი ნაწილი იყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო: მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 5 714-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g