LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვენახევარია, კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყოლია“: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

97
levanratiani

დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას ბოლო თვენახევარია აღარ ჰყავს კოვიდინფიცირებული პაციენტი და ამიტომ უბრუნდება პაციენტების მიღებას განახლებული აპარატურით, სამკურნალო და სასწავლო ნაწილით.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კლინიკა განსხვავებულია, გახლავართ ცოდნის გამცემებიც და მიმღებებიც. ამიტომ, მეამაყება, რომ ამ კედლებში ვმუშაობ. ბოლოს ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით კოვიდთან ბრძოლაში ერთ-ერთი მძლავრი ცენტრი და შეიძლება ითქვას, ერთადერთიც კი. ყველაზე მძიმე პაციენტები აქ შემოჰყავდათ.

ბოლო თვენახევარია, არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყოლია. კოვიდთან ბრძოლის შემდეგ, ინფრასტრუქტურულად განახლდა კლინიკის სამკურნალო და ასევე, სასწავლო ნაწილიც. კლინიკამ აღიდგინა თავისი ფუნქცია, ისევ იღებს და ემსახურება პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში. ყველა კლინიკისგან გასხვავებით, ჩვენი კლინიკა იღებს ყველაზე მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო პაციენტებს, ვინაიდან ამ კლინიკაში მუშაობს ის მედპერსონალი, რომელიც დასაბამს და განათლებას აძლევს ქართულ მედიცინას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში 20-მდე კლინიკური მიმართულება ფუნქციონირებს და 187 საწოლზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები