LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავში, რომლითაც ივანიშვილი გაიქცევა, თქვენი ადგილი არ იქნება: წითლიძე

802
1

“იმ თვითმფრინავში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა, თქვენი, ყველას ადგილი ნამდვილად არ იქნება”, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს.

ამნისტიის კანონპროექტის განხილვის დროს, წითლიძემ “ქართული ოცნების” წევრებს უთხრა, რომ ამ კანონპროექტით ისინი ძალადობას ამკვიდრებენ:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ვერ იქნებით, თქვენ ასე მარტივად ქუჩაში ვერ გახვალთ და არა იმიტომ, რომ ვინმე რევანშს აპირებს თქვენზე, არა. უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ამ ახალგაზრდებს ვერ ჩახედავთ თვალებში და იმ თვითმფრინავში, რითაც ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა, თქვენი ყველას ადგილი ნამდვილად არ იქნება.

თქვენ 20 ივნისს დაარბიეთ ანტისაოკუპაციო აქცია და ახალგაზრდებს მიზანმიმართულად დათხარეთ თვალები და ალბათ იცით, რა ხდებოდა იმ საღამოს, არანაირი აუცილებლობა, რომ მათთვის ესროლათ, არ არსებობდა. დღეს კი ამ თვალდათხრილ ადამიანებს ეუბნებით, რომ ის პოლიციელები, რომლებიც დამიზნებით სასიკვდილოდ იმეტებდნენ ამ ახალგაზრდებს, შეიძლება უბრალოდ ამნისტიებულები იყვნენ იმიტომ, რომ ასრულებდნენ კონკრეტულ უკანონო დავალებას და ამით თქვენ ამკვიდრებთ ძალადობას.” – განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები