LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „გახარია ცუდ მდგომარეობაშია, პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს, ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე“

170
მაჭარაშვილი და გახარია

„გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „რადიკალურ ოპოზიციაში რთული მდგომარეობაა“:

„არც „ნაცმოძრაობასთან“ მიტმასნება უნდა იმას, ვინც უკვე კოალიციაშია ან „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტია, იქნება ეს გიორგი გახარია, „ლელო“ და ა.შ. თან ვერც იმას ახერხებენ, რომ თავად რაღაც ნიშა დაიკავონ.

გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთან 10:0 წააგო. ეს ნიშნავს, რომ თავად გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე.

„გიორგი გახარიას განცხადებები ემსახურება ერთ რამეს, რამენაირად პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს“ – ირაკლი ქადაგიშვილი

„ლელო“ ამბობს, რომ ბარიერს კოალიციის გარეშე გადალახავს, როცა საკუთარ რიგებში „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული ხალხი ჰყავთ.

გახარია და „ლელო“ ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდათ, იგივეს ამბობს „ნაცმოძრაობა“, არც ერთი მინდა და არც მეორეო“.– აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„რატომ არის დაპირებიდან 12 წლის შემდეგ საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანა?“ – მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართავს

magti 5g