LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter აპირებს, Meta-ს უჩივლოს – მიზეზი ახალი აპლიკაციაა, სახელად Threads

181
threads

კომპანია Twitter-მა, შესაძლოა, Meta-ს სასამართლოში უჩივლოს. ამერიკული მედიის ცნობით, მიზეზი Meta-ს ახალი კონკურენტი ტექსტური აპლიკაციის, Threads-ის შექმნაა.

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგისადმი მიწერილ წერილში Twitter-ის იურიდიული წარმომადგენელი, ალექს სპირო Threads-ს ტექსტური აპლიკაციის „ასლის“ შესაქმნელად Twitter-ის თანამშრომლების დაქირავებასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

Meta-ს წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა სპიროს ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ „Threads-ის გუნდში არავინ არის Twitter-ის ყოფილი თანამშრომელი“.

Meta-ს ახალი აპლიკაცია Threads გუშინ გაეშვა. აპლიკაცია ჩაშვებიდან 24 საათში 30 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა.

მომხმარებლებს ახალი აპლიკაციის თავის Instagram პროფილთან სინქრონიზება და შესაბამისად, გამომწერებისა და გამოწერილი პროფილების შენარჩუნება შეუძლიათ, რაც აპლიკაციას მომხმარებლების რიცხვის სწრაფად ზრდაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g