LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – ვლადიმერ ბორცვაძე

172
27404D79-5FB9-4C87-B19E-568532366359-w1080-h608

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ბოროტმოქმედის ვინაობა გაასაჯაროვა.

როგორც მან აღნიშნა, ბანკზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ბორცვაძე ასევე გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავე შსს-მ უკვე დააკავა და ის გაექცა.

შსს: ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

“ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს, ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი და სიმართლეს არ შეესაბამება. გპირდებით, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, დაუყოვნებლივ, პირველი გაიგებთ ჩვენგან“,-განაცხადა ბორცვაძემ.

ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები