„უშინაარსოდ ცხოვრება, საკუთარ თავში მუდმივად ნაკლის ძებნა, წაბორძიკება, დაცემა და მერე ისევ ფეხზე დადგომა – ეს ნორმალურია. მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კითხვაზე: „რატომ მემართება ყველაფერი ცუდი მე?“ პასუხს ვერასდროს იპოვით“, – ამბობს ჰოლივუდის 46 წლის ვარსკვლავი, რომელიც სოლუდური ასაკის ნიუხედავად, არასდროს წუწუნებს და ცდილობს ყველა სირთულეს მსუბუქად შეხედოს.
* ძალიან მომწონს, როცა ჰიბსტერს მეძახიან, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს.
* უამრავი ცნობილი ადამიანის ბიოგრაფია წავიკითხე და მივხვდი, რომ თუ ამ ადამიანების ცხოვრება ასეთი რთული და ჩახლართული იყო, მე რატომ უნდა ვიწუწუნო?!
* სკოლაში ისე ვიცვამდი, როგორც ჯეიმს ბონდის გოგონა და ნამდვილი არასრულწლოვანი პუსი გალორი ვიყავი (პერსონაჟი ფილმიდან „Goldfinger“).
* არ მგონია, რომ ვინმეზე შემიძლია გავლენის მოხდენა საკუთარი თავის გარდა.
* სადებიუტო ფილმების სამუშაო სცენარში ჩემი პერსონაჟები ყოველთვის მხოლოდ ორი სიტყვით იყო აღწერილი – მოსულელო და შეუხედავი.
* 18 წლის ვიყავი, როცა შონ პენს დავენიძლავე, „500 დოლარს ვდებ, რომ 30 წლისას მსახიობის კარიერა მოგბეზრდება“- მითხრა მან და ჯერ ისევ ვაპირებ მოვთხოვო მოგებული 500 დოლარი.
* ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ისეთი საინტერესო, როგორც პრესა წერდა.
* მძულს ჟურნალისტები! მხოლოდ ორი რამე გამოსდით იდეალურად – მოიგონონ შენზე ტყუილები ან გამოაშკარავონ ის, რასაც ყველასგან მალავ.
* ცუდია იყო ვარსკვლავი, რადგან ადამიანებს არსდროს სჯერათ, რომ შენც გაქვს პრობლემები.
* ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს. ძალიან არ მინდა დავემსგავსო გლორია სვენსონს (მუნჯი კინოს ვარსკვლავი), რომელიც მდიდრულ ვილაში ზის, საკუთარ ფილმებს უყურებს და სიგარეტს მუნდშტუკით ეწევა.
* კინოინდუსტრიამ მაშინ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა მსახიობებს 20-მილიონიანი ჰონორარები დაურიგა, რადგან სწორედ იქ დამთავრდა კინო.
* არ მახსოვს მინდოდა თუ არა ოდესმე მსახიობობა, თუმცა ზუსტად მახსოვს, რომ მინდოდა ვყოფილიყავი მწერალი.
* მარტო იმიტომ „მიყვარს“ რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“, რომ სწრაფად შეუძლია გაგიქროს უნიკალურობის შეგრძნება. არადა, სანამ კითხვას დაიწყებ, დარწმუნებული ხარ, რომ ასე განცდა მხოლოდ შენ შეგიძლია.
* როცა ცნობილი ხდები, ქალაქის ცენტრში პატარა სკვერს ემსგავსები, რადგან შენც ზუსტად ისეთი საზოგადოებრივი საკუთრება ხარ.
* ერთხელ მეგობრებთან ერთად ბარში ვიჯექი და ერთ-ერთმა სხვათაშორის მითხრა: „გესმის, რომ ამ ქვეყანაში ვერსდროს იპოვი მამაკაცს, რომელსაც დეტალურად არ აქვს შესწავლილი შენი ცხოვრება?!“
* „უცნაური“ – ძალიან არ მიყვარს, როცა ასე მომიხსენიებენ და მზად ვარ, ნებისმიერს შუბლი გავუხვრიტო.
* ზოგჯარ, ყველა იძულებულია გაიზარდოს.
* „სამუდამოდ!“ – ყველაზე უცნაური სიტყვაა.