LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი ინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინამ მესამე ფაზა წარმატებით გაიარა და 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

216
A57A4650-6CF9-4F49-8657-CE555BBB5E30-cx0-cy4-cw0-w1200-r1

დაახლოებით ერთი საათის წინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა Pfizer ვაქცინასთან დაკავშირებით.

დასრულდა მისი მესამე ფაზის კვლევა და შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტიანია 95%-ით.

კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაქცინამ უსაფრთხოების მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, ეს კი კომპანიას აძლევს საშუალებას, რამდენიმე დღეში ნებართვის მიღებაზე დაიწყოს მუშაობა.

უახლესი ინფორმაციით, ვაქცინა ეფექტიანია ასაკოვანი პაციენტებისთვისაც და ის განსაკუთრებულ გვერდით შედეგებს არ ავლენს.

კვლევაში 170 მოხალისე იღებდა მონაწილეობას.

როგორც გასულ კვირას აღნიშნულ კომპანიებში განაცხადეს, მიმდინარე კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ შესაძლებელი იყო, კორონავირუსის მართვა კონტროლირებადი გამხდარიყო.

უახლესი ინფორმაცია კი ნამდვილად იმედისმომცემია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები