LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარს ვამბობთ გარე რეკლამაზე – ევროპაბეთის ახალი კამპანია (ვიდეო)

196
IMG-2535

2019 წლიდან „ევროპაბეთი“, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც მიზნობრივ აუდიტორიას სცილდება და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ:

  • კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე
  • საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
  • ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა

“გვესმის, რომ აზარტული თამაშები გარკვეული რისკის შემცველია. იმის მიუხედავად, რომ „ევროპაბეთის“ მომხმარებლების უმრავლესობა თამაშს გართობის საშუალებად მიიჩნევს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც აზარტული თამაში, შესაძლოა, პრობლემური გახდეს”, – აცხადებენ კომპანიაში.

2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალი სტანდარტის დანერგვის საწყისი გახდება. ესენია: რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტიმოთამაშის რჩევები, მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7, პრობლემური მოთამაშეების თერაპია, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია.

“ევროპაბეთმა კომუნიკაციის ნაწილში პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით შარშან გადადგა, როდესაც გავაკეთეთ კამპანია “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის”, რისთვისაც ბრენდ ამბასადორად მოწვეული გვყავდა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. ჩვენი დღევანდელი ინიციატივა სწორედ იმ ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი, მისი მიზანია, უკეთესი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესიც და საზოგადოებაც ჰარმონიაში იქნებიან ერთმანეთთან“, – განაცხადა ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ.

 

კომპანიის ახალი პროექტი “პასუხისმგებლიანი თამაში”, სათამაშო ბიზნესის მიზნების და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.

“ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი პროექტის შესახებ, კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

პასუხისმგებლიანი თამაში გულისხმობს პასუხისმგებლობას სათამაშო ბიზნესში, კომუნიკაციაში, საზოგადოების მიმართ. ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც “ევროპაბეთმა” თავისი საქმიანობის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები