უბედურებაა, როცა ბავშვი კარგავს დედას, მაგრამ სამმაგად უბედურებაა, როცა ის დედაში რწმენას კარგავს –  შალვა ამონაშვილი

101
amonashvilishalva20247

„ამონაშვილის აკადემია“ ფეისბუქზე ძალიან ემოციურ იგავს აზიარებს, რომლის სახელწოდებაა „დედა“. ამ იგავის გამოქვყნებას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლებში. აკადემიის ფეისბუქ გვერდზე განმარტავენ, რომ იგავის ვატორი ცნობილი პედაგოგი ბატონი შალვა ამონაშვილია და ის დედის უდიდეს როლზეა, რომელიც ხანდახან ყველას გვავიწყდება:

„დედა“

მივიდა ქალი ბავშვთა სახლში ექვსი წლის ბიჭის ასაყვანად.

ბიჭი მთელი წლები ელოდებოდა, რომ მოვიდოდა დედა და წაიყვანდა თავისთან.

მას უყვარდა დედა, თუმცა არცერთხელ არ ჰყავდა ნანახი.

ქალი ლამაზად იყო ჩაცმული. მას გრძელი ღია ფერის თმები ჰქონდა, ლამაზი წამწამები, ვარდისფერი ლოყები. გულზე ძეწკვით დიდი ძვირფასთვლებიანი ჯვარი ეკიდა.

ის იღიმოდა. მისი ალერსიანი სიყვები ატყვევებდნენ ბიჭს.

ქალს ხელში ფერადი ყუთით კონსტრუქტორი ეჭირა.

– მე შენი დედა ვარ! – უთხრა ბიჭს ალერსით, – წამოხვალ ჩემთან?

– ჰო… – უთხრა ბიჭმა. მის „ჰო“ – ში სიხარული და შეშფოთება ჟღერდა – ვაი თუ დედამ უცებ გადაიფიქროს. და დედა მას ყველაზე ლამაზი ჰყავს მსოფლიოში.

– დამიძახე დედა…

– კი, დედიკო!

მოიყვანა სახლში ბიჭი.

სათამაშოსთან ერთად ოთახში დატოვა, საჩქაროდ თვითონ სააბაზანოში შევიდა. თავიდან გრძელთმიანი პარიკი მოიხსნა, მოიძრო შესანიშნავი წამწამები, გადმოასხა პირიდან ალერსიანი ხმა და ასე წარსდგა ბავშვის წინაშე.

ბიჭმა ვერ იცნო და საშინლად შეშინებულმა იყვირა: „დედიიკოოო…“ – და მაგიდის ქვეშ შეძვრა.

ხოლო „დედიკო“ როგორც მტაცებელი, უახლოვდებოდა და ღრიალებდა: დავიწყებ ახლა შენს აღზრდას, შე საძაგელო… გამოდი მაგიდის ქვეშიდან…

– დეეედააა! – ყვიროდა ბიჭი, მხეცის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.

დედა მან სამუდამოდ დაკარგა.

უბედურებაა, როცა ბავშვი კარგავს დედას, მაგრამ სამმაგად უბედურებაა, როცა ის დედაში რწმენას კარგავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები