LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო” – ზაზა სარალიძე

442
sfbf

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომაზე, ისევ ხმაური იყო. დათუნა სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე, დავით სარალიძის მამამ, დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

დარბაზის დატოვებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.

„მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს”, – განაცხადა სარალიძემ.

კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს და არა მათ.

“გთხოვთ, ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვათ” – მიხეილ კალანდია მოსამართლეს

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურატურა თანახმა არ არის. ამის შესახებ  შესახებ საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

პროკურორი განმარტავს, რომ გუგა ბარბაქაძეს, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის მკვლელობას ედავებიან, რასაც ბარბაქაძე არ აღიარებს. დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საქმესთან დაკავშირებით, საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორი არ საუბრობს. ნადირაძის თქმით, ვინაიდან სასამართლო პროცესი დახურულია, ის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

თქვენ ხართ დაზარალებულები… ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება – ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მონაწილეებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები