LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ხართ დაზარალებულები… ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება – ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მონაწილეებს

221
ggggg

ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის, დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მკვლელობის მონაწილეებს მიმართავს.

“2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის.
ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ყველა ინციდენტში მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნაშავეებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.
თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ ვიდრე ჩემი ოჯახი.
ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება???” – წერს ზაზა სარალიძე. 

შეგახსენებთ, დღეს დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საქმის პროკურორის განცხადებით, მან დანაშაული აღიარა და მოინანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები