LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთხოვთ, ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვათ” – მიხეილ კალანდია მოსამართლეს

547
mixeil-kalandia

მიხეილ კალანდიამ მოსამaრთლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს დღევანდელ პროცესზე თხოვნით მიმართა, რომ სხდომაზე ზაზა სარალიძე აღარ დაუშვას.

„სამწუხაროა, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ყველაფერს აქვს საზღვარი. მესმის, რომ ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბატონი ზაზა პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან მისი მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი და ყველაფრის მომთმენი ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს. გთხოვთ, ბატონ ზაზა სარალიძეს სხდომაზე დასწრების უფლება აუკრძალოთ, ადვოკატი დაესწროს და გადასცეს მას რა ხდება სხდომაზე თუ აინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აინტერესებდეს”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, პირი სხდომათა დარბაზში რომ არ დაიშვას, ის გაფრთხილებული ან გაძევებული უნდა იყოს.

“ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება, ვინ დაესწრება სხდომას”, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

მოსამართლემ წესრიგის დაცვის მიზნით, დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურა, თუმცა, მასმედიის წარმომადგენლებს დარჩენის უფლება მისცა.

მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? – მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

რაც შეეხება შემთხვევას, რის გამოც მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, ეხება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, სადაც მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა მიმდინარეობდა.  დაპირისპირება თავიდან მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

“მე მაგას კაცად არ ვთლი! ხელებს რომ აბრახუნებს და სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობია… თქვენ ვერ ატყობთ, ვერ ხედავთ? ჩალითაა ქვეყანა დახურული და ვერ ატყობთ რომ ქორვაჭარია? ვინც მეტ ფულს უხდის, იმისკენ რომ არის, ვერ ხედავთ?“ – განუცხადა მიხეილ კალანდიას მამამ ჟურნალისტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები