LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამი და ჰარი ქეით მიდლტონმა შეარიგა –  შერიგების მომენტი ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს

11815
katmdltnwertr

პრინცი ფილიპის დაკრძალვის შემდეგ, ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ პრინცი უილიამი, ჰარი და ქეით მიდლტონი. ისინი იმ დროს გადაიღეს, როდესაც ტაძარს ტოვებდნენ. ყველაზე საინტერესო კი ამ ფოტოებზე ისაა, რომ აქამდე კონფლიქტში მყოფი ჰარი და უილიამი საუბრობენ. ამავე ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ქეით მიდლტონი ყველანაირად ცდილობს ძმების ალაპარაკებას, რაც საბოლოოდ გამოსდის კიდეც.

ჯერ კიდევ დაკრძალვამდე, სწორედ ქეით მიდლტონის მედიატორობით შედგა სატელეფონო საუბარი ძმებს შორის. უცნობია, როგორ გაგრძელდება საბოლოოდ პრინცი  ჰარისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობა, თუმცა ამ ეტაპზე, პირველი ნაბიჯები გადადგმულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g