LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხამსი საჩუქარი პუტინს: რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეზე ოდნოკლასნიკებში დაწერილი პოსტის გამო საქმე აღძრეს

382
inx960x640

რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს პუტინისთვის დაბადების დღის არაკორექტულად მილოცვას ედავებიან.ოდნოკლასნიკებში დაწერილი პოსტის გამო მოქალაქის წინააღმდეგ საქმე უკვე აღიძრა. როგორც ბრალის დადგენილებაში წერია: “ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე უხამსი საჩუქრის არც ისე ზრდილობიანი შეთავაზებისთვის.”

,,მეზღაპრევ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო გისურვებ, რომ ყველა შენი მეგობარი და კოლეგა საჯდომით შემოგიბრუნდეს. გისურვებ, რომ ციხეში აღმოჩდე და სიცოცხლის ბოლომდე სამარტოო საკანში იყო!!! პირადად ჩემგან საჩუქარი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო — განა**ის შეკვრა!!!” – ასეთი სიტყვებით მიულოცა რუსეთის მოქალაქემ პრეზიდენტს დაბადების დღე.

საჩუქარი ცხინვალისგან: ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს

მესამე ჯგუფის ინვალიდი რუსეთის მოქალაქისთვის ეს რიგით მესამე საქმე.

აქამდე ილია პუტევსკი 30 000 რუბლით დააჯარიმეს ვიდეორგოლის გადაზიარების გამო, რომელშიც პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. მაშინაც მას მთავრობის უპატივცემულობა ედებოდა ბრალად. ასევე, კიდევ ერთი ანალოგიური საქმე სასამართლოში გადაცემამდე დახურეს.გამოძიების ვერსიით, პუტევსკიმ ქუჩაში მოსამართლეს შუა თითი უჩვენა.

ადვოკატებმა განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები