საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით, რომ დასახელებულია ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება, საქართველოსთვის კი ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ.

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა

ბორელმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელზეც დღევანდელ სამიტზე გაამახვილებენ ყურადღებას. მისი თქმით, ისაუბრებენ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზეც:

“ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს წევრობის საკითხზე. უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, იმ გაგებით, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ. ვისაუბრებთ ომის შედეგებზე, ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამაზე.

საკვების ფასების და სიმცირის თვალსაზრისით, რუსეთი ცდილობს კრიზისის პროვოცირებას, რადგან ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია ხორბალზე. მხარს ვუჭერთ გაეროს მცდელობას განბლოკოს უკრაინული პორტები. სანქციები რუსულ პროდუქტს არ ეხება, მაგრამ ფასები განუწყვეტლივ იზრდება. ეს განსაკუთრებით ჩანს აფრიკაში, სადაც ფასები 60 პროცენტით გაიზარდა”, – თქვა ბორელმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები