LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა „ფაიზერისგან“ ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიიღებს

82
Untitled design (12)

“ჩვენ საბოლოოდ გავაფორმეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება “ფაიზერთან”, რათა ჩვენმა ქვეყანამ კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 მილიონი დოზა მიიღოს,” – განაცხადა სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს დღე უკრაინისა და უკრაინელებისთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორც გამოცემა Unian-ი წერს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა არც თუ ისე მარტი იყო, თუმცა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან საუბრის შემდეგ, ხელშეკრულება გაფორმდა:

“ამის გაკეთება მართლაც რთული იყო, მაგრამ “ფაიზერის” აღმასრულებელ დირექტორთან საუბრის წყალობით, ეს შესაძლებელი გახდა. მე მას 8 თებერვალს ვესაუბრე და მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რაც შესაძლებელი იქნებოდა – მან ეს გააკეთა.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მისთვის განკუთვნილი დოზების მთლიანი მოცულობის გადაცემას “ფაიზერისგან” 2021 წლის განმავლობაში ელის.

გამოცემა წერს, რომ უკრაინა ვაქცინებით მომარაგების პროცესში ევროპის სხვა ქვეყნებს ჩამორჩა და ამ დროისთვის იმუნიზაციის პროცესისთვის მას მხოლოდ ჰქონდა თებერვლის ბოლოს, ინდოეთიდან მიღებული “ასტრაზენეკას” 500 000 დოზა და “სინოვაკის” 215 000 დოზა, რომელიც ჩინეთიდან მარტის ბოლოს ჩავიდა.

Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კოვიდ-19-ით დაინფიცირდა 1 784 579 და გარდაიცვალა 35 498 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები