უკრაინის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინთან რაიმე სახის მოლაპარაკებების შეუძლებლობის შესახებ. დოკუმენტი, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება და პრეზიდენტის ბრძანებულება ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის პირველი პუნქტი სწორედ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შეუძლებლობას შეეხება.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ “მოხდეს კონსტატირება იმისა, რომ შეუძლებელია მოლაპარაკების წარმოება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან”.
გარდა ამისა, საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის სხვა პუნქტებში საუბარია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მხარდაჭერისა და რუსული აგრესიისადმი ადეკვატური პასუხისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის შესახებ.
The Times: პუტინმა უკრაინის ფრონტის ხაზზე ატომური სამხედრო მატარებლის გადაყვანის ბრძანება გასცა
აშშ უკრაინას ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემას გაუგზავნის