LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში 27 წლის ქართველი მოკლეს

261
BeFunky-collage (82)

უკრაინაში ქალაქ შოსტკაში 27 წლის ქართველი მოკლეს. მასთან ერთად მყოფი მეგობარი კი დაჭრილია, რომელიც მძიმე მდგომარეობით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ სუმსკის ოლქის პოლიციის განყოფილების მედიაპრესცენტრი ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევა 17 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. 27 წლის ქართველი და მისი მეგობარი 24 წლის ადგილობრივი მოქალაქე ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდნენ, სადაც მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ იქვე მყოფ 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან. დაპირისპირების შემდეგ ადგილობრივმა მოქალაქემ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა საქართველოს მოქალაქეს და მის მეგობარს. მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა ქართველი ახალგაზრდა.

დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ეჭვმიტანილის დაკავება მის საკუთარ ბინაში მოხდა. მან გაქცევაც სცადა და მე-2 სართულიდან გადახტა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა ამბობს, რომ შედეგი რაც დადგა, არ მოელოდა.

ამ დროისათვის დაკავებული გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში და წარდგენილია ბრალი. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვიოთ მას ბრალად ედება თავდასხმა და მკვლელობა, რა 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები