უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დათო გობეჯიშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მებრძოლი ზაალ ლატარია წერს.
“რა ვთქვა არ ვიცი. დათო ძმაო შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ“,- წერს ზაალ ლატარია.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი შეტაკებების დროს ქალაქ ირპენთან დაიღუპა.
ცნობისთვის, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ, რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.