უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.
უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
სამინისტროს ცნობით, მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებშიც:
“საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 47
გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვრცლად, გამოხმაურებების შესახებ:
ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია
ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე