უკრაინიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების შემდეგ პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „უკრაინელ დეპუტატებს ელაპარაკა და მათ აქვთ განცდა, რომ საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად მეტი აქვს გასაკეთებელი“.
როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, დაზუსტებით არც კი იცის, რუსეთის წინააღმდეგ რომელ სანქციებს არის საქართველო მიერთებული და რომელს არა. მეგრელიშვილის თქმით, უკრაინაში არსებული სიტუაცია რეალურად, ბევრად უფრო მძიმე სანახავია.
„მე დეპუტატებს ველაპარაკე და მათი განცდა არის, რომ საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი. მართალი გითხრათ, ზუსტად არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას არა. დარწმუნებული ვარ, ემოციურად აქვთ ეს ინფორმაცია, რომ საქართველო საკმარისად არ არის უკრაინის გვერდით. რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ კადრებს, ფიზიკურად ვნახეთ და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მძიმე და ემოციურია, როდესაც ადამიანები შენი ნანახის რეალურ ისტორიებს გიყვებიან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.