LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენერალური შტაბი: ოკუპანტები ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირებას გეგმავენ

102
196a0ae-chernigiv

ოკუპანტები ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირებას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ცეცხლი გაძლიერდება, იმისთვის, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი ჯარების გადაადგილება უზრუნველყონ, შემდგომი ამოცანა კი ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირება იქნება,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, ოკუპანტები ასევე აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას.

„სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ხარკოვის ბლოკირებას, ახორციელებს ქალაქის საარტილერიო დაბომბვას. ქალაქ იზიუმის მიდამოში, მტერი ახორციელებს საარტილერიო დანაყოფების მოძრაობას და ქმნის დამრტყმელ ჯგუფებს, კერძოდ, ადრე გაყვანილი ჯარებისაგან,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1-ელ აპრილს განახლდება