LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონის ოლქში ცდილობს, მოამზადოს ნიადაგი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ რეფერენდუმის ჩასატარებლად

110
TASS_51118453-2

რუსეთი ხერსონის ოლქში ცდილობს, მოამზადოს ნიადაგი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ რეფერენდუმის ჩასატარებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„უკრაინის სამხრეთში დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლისთვის, მოწინააღმდეგე ცდილობს, შექმნას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები და დაიწყოს მზადება რეფერენდუმის ჩასატარებლად კვაზისახელმწიფოს ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შესაქმნელად ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბი: ოკუპანტები ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირებას გეგმავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები