LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: რუსეთისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ

57
ილია ვიტიუკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილია ვიტიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ახორციელებს.

მისივე განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახორციელებს, რასაც თან ახლავს ძლიერი კიბერშეტევები, იმისთვის, რომ ზიანი მაქსიმალური იყოს. თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, ასეთი სცენარები პროგნოზირებადია და შესაბამისად, მიზანს [რუსები] ვერ აღწევენ.

„SBU მუდმივად ბლოკავს კიბერშეტევებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს ინდუსტრია ინფრასტრუქტურასთან და ლოჯისტიკასთან ერთად რუსული სპეცსამსახურების პრიორიტეტული სამიზნეა“, – განაცხადა ილია ვიტიუკმა.

მისივე თქმით, კიბერშეტევების უმრავლესობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ არა სპეციალისტებისთვის.

ზელენსკი: რუსები განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ ბრძანება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვართან მიღწევაზე, არ შეცვლილა – იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ

„მტერს სურს, რომ ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის, კომუნიკაციებისა და ინტერნეტის გარეშე დავრჩეთ. ისე, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია, ვერ დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვერ გადაიხადონ მაღაზიაში…

მაგრამ ეს ახლა აბსოლუტურად შეუძლებელია ჩვენი მომზადებისა და რეაგირების ამ დონეზე. უარეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბერშეტევის გამო, შეიძლება ცოტა ხნით გამორთონ დენი, ან ზოგიერთმა სერვისმა მოკლე დროით არ იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს არ მოხდეს.“– აღნიშნა ილია ვიტიუკმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა 3500-ზე მეტი კიბერშეტევა მოიგერია რუსეთიდან, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

პოპულარულები