რუსეთში „ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტზე პუტინი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მისი გამოსვლა მოულოდნელად შეწყდა და კონცერტი გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.
უკრაინული გამოცემები საკუთარ ტელეგრამის არხზე წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაში ჰაკერები ჩაერივნენ.
უკრაინული სააგენტო unian-ის ცნობით, ჰაკერების დამსახურებით, კონცერტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას გამოსვლაზეც დაიკარგა ხმა.
„მსოფლიო ნაციზმის გარეშე“ – ესაა რუსული პროპაგანდის დღევანდელი ლოზუნგი.