LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: ზაპოროჟიეს რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა ბუნტი მოაწყვეს და გაქცევა სურდათ – წამქეზებლები „კადიროველებმა“ დახოცეს

722
კადიროველები

ზაპოროჟიეს რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა ბუნტი მოაწყვეს და გაქცევა სურდათ, მაგრამ წამქეზებლები „კადიროველებმა“ დახოცეს – ინფორმაციას ამის შესახებ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ადმინისტრაციის სპიკერი ავრცელებს.

„რუსმა სამხედროებმა უარი თქვეს ბრძოლაზე და აჯანყდნენ, რადგან რუსეთისგან დაპირებული თანხა არ მიიღეს. სამი აჯანყებული, რომლებიც მზად იყვნენ იარაღი გადაეცათ და სახლში წასულიყვნენ რუსეთში, „კადიროველებმა“ სასტიკად მოკლეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები ქვემეხის საკვებია, გადარჩენის ერთადერთი გზა კი რუსი ოკუპანტების დანებებაა.

კადიროვი 300 ათას რუბლს ჰპირდება ყველა მოხალისეს, ვინც უკრაინაში საომრად წავა

კადიროვი: ხვალ ან ზეგ გავანადგურებთ „აზოვსტალს“, დანარჩენი დასახლებული პუნქტებიდან თვითონ გაიქცევიან

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები