LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი: ხვალ ან ზეგ გავანადგურებთ „აზოვსტალს“, დანარჩენი დასახლებული პუნქტებიდან თვითონ გაიქცევიან

504
რამზან კადიროვი

უკრაინული მედიაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება, სადაც იგი ამბობს, რომ მარიუპოლში „ბანდერანცებს“ გაანადგურებენ და „აზოვსტალს“ მთლიანად დაიკავებენ. 

„ღმერთის წყალობით, უკრაინის რესპუბლიკაში „ბანდერანცებს“ გავანადგურებთ და „აზოვსტალს“ მთლიანად დავიკავებთ. დანარჩენი დასახლებული პუნქტებიდან თვითონ გაიქცევიან. ასე რომ, ხვალ ან ზეგ, დიდი დრო არ დარჩა. ამის შემდეგ გავაგრძელებთ მათ დაჭერას, კიევში, ხარკოვში… არ ვიცი, ეშმაკების დასაჭერად ყველგან წავალთ. ისინი ჩვენს ქალებს და მებრძოლებს კლავენ, ამიტომ არ ვაპატიებთ.“ – აცხადებს რამზან კადიროვი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g