ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი მალდივებიდან ჟენევაში ჩაფრინდნენ.
მარიამმა მალდივებიდან არაერთი კადრი გაგვიზიარა, ამჯერად კი მან ჟენევაში ჩაფრენის კადრები გააზიარა და დაწერა:
„კარგად ვიმგზავრეთ და უკვე ჟენევაში ვართ. უბრალოდ დაპირებულ სთორებს გიგვიანებთ, რადგან ინტერნეტი გვაქვს დასაინსტალირებელი ახალ ბინაში. როგორც კი მექნება ინტერნეტზე მუდმივი წვდომა, გაგანებივრებთ ულამაზესი სთორებით“. – წერს მარიამი.