LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე გამოვლინდა კომპანია, რომელიც რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ააშენებს

127
5fac21adee443

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს კომპანია „დაგი” ააშენებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 29 აპრილს გააფორმა. პროექტის ღირებულება 6 943 995 ლარია. როგორც ამავე ხელშეკრულებიდან ირკვევა, „დაგი“ ვალდებულია, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 18 თვის ვადაში განახორციელოს.

შეგახსენებთ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ტენდერი აქამდე 2-ჯერ გამოცხადდა და ორჯერვე ჩაიშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g