LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდობლობა “ლელოს” და “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი ხანია გამოუცხადა ქართველმა ხალხმა და ვერანაირ უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ: ანრი ოხანაშვილი

30
ანრი ოხანაშვილი

პარტიების “ლელოს” და “ნაციონალური მოძრაობის”“ წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში, მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ამის საპასუხოდ კი უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ უნდობლობა “ლელოს” და “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი ხანია გამოუცხადა ქართველმა ხალხმა და ვერანაირ უნდობლობის პროცესს ვერ წარმართავენ.

ოხანაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და შესაბამისად, ვერც „ლელოს“ ინიციატივა, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერაფერს შეცვლის:

“ამ ყველაფრის უკან, ყოველთვის და დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ამას ჩვენი დანახვა კი არ უნდა, სად დგას ეს ხალხი, რა განცხადებებს აკეთებს, რა მოწოდებებს აკეთებს, ეს ამით დასტურდება, ჩვენი შეფასება არ არის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, მათი პოზიციონირება, მათი დღევანდელი ქცევა, რაც აქ გააკეთეს და ადამიანის ბედით მანიპულირება, ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს არის ის ყველაფერი, რაც ფაქტებით დასტურდება“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესსა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ფრაქციამ “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დატოვა. როგორც დარბაზის დატოვების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან იმსჯელებენ, როგორ გააგრძელებენ ხელისუფლების სახლში გაშვების პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები