LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უპატიებელი“ –  პირველი კადრი ახალი ფილმიდან, სადაც მთავარ როლს სანდრა ბალოკი ასრულებს

550
sandrablck

ბოლო თვეებია ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა ფოტოები გადასაღები მოედნიდან,  სადაც სანდრა ბალოკი თავის ბოლო ფილმზე მუშაობს. საუბარია რეჟისორ ნორა ფინგჩიდტის ახალ ფილმზე „უპატიებელი“ The Unforgivable , სადაც სანდრა მთავარ როლს ასრულებს. ამავე დროს სანდრა ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. დღეს „ნეტფლიქსმა“ ფილმის პირველი ფოტო გაავრცელა, სადაც ბალოკი საოცრად შეცვლილია.

კრიმინალური დრამა ციხიდან გამოსული ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცდილობს, ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. საზოგადოებას კი მისთვის წარსულის პატიება უჭირს. მთავარი გმირი ცდილობს დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა და მოძებნოს და, რომელიც დაკარგულად ითვლება.

ფოტო: ჯადოსნური სახლი, ფილმიდან „სანამ შენ გეძინა“, დღესაც ზუსტად ისეთია, როგორც 26 წლის წინ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები