LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპურობა არ გვემუქრება – ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს

169
20180816184728

ამ დროისთვის ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ასევე არის საკმარისი დრო მათ შესავსებადაც, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც რაციონალური საფუძველი არ აქვს, რადგან ჭარბია ხორბლის მარაგები მსოფლიოში და ფასები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წყაროები და წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე იმისთვის, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები შეივსოს. შესაბამისად, ეს არ აისახოს ფქვილის ფასზე. შესაბამისად, პური, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს ასევე შესაბამის ფასად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მარაგებზე, მარაგების კონრეტულ დროზე, იმისთვის არის ამის კონტროლი, რომ ჩვენ შევძლოთ ალტერნატიული უფრო შორი წყაროებიდან მოწოდება, რომელსაც უფრო მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, ეს ფაქტორი არის გათვალისწინებული. თუ ჩვენ ახლო რეგიონიდან, ახლო გეოგრაფიიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შევსებას, გვაქვს იმის დრო, იმდენი საკმარისი მარაგი, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ პროდუქტი, მაგრამ ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი შეფერხება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ისიც განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გარკვეული გამოწვევები არსებობს, საქართველოს მოსახლეობას ყველა სახის სასურსათო პროდუქტზე შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები